Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა გამოვლინდა


შიდა ქართლში კოვიდ-19-ის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ისინი თბილისსა და კახეთში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან და გორში გადახდილ ქორწილს უკავშირდებიან. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ახალა მათი კოვიდკლინიკებში გადაყვანა მიმდინარეობს.დილიდან კი ეპიდემიოლოგები ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოვლენას და ღრმა ეპიდკვლევას დაიწყებენ, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ნიმუშების აღება და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა.სულ შიდა ქართლიდან 12 სექტემბერს 137 ნიმუში იყო გაგზავნილი,მათ შორის იყვნენ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პირებიც.დღეს კი ლაბორატორიაში 30 ნიმუში გაიგზავნა, პასუხებს ხვალ ელოდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG