Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიის დროს დაეხმარა - NDI


საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 43 პროცენტი აცხადებს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაეხმარა. ეს ინფორმაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაშია მოცემული, რომელიც დღეს, 14 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ამავე კვლევით, მათგან, ვინც მთავრობის დახმარება მიიღო, 52 პროცენტი აცხადებს, რომ მათთვის მთავრობის გადადგმული ნაბიჯები საკმარისი იყო.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობამ ტურისტული ბიზნესის სესხის სუბსიდირების, 18-წლამდე პირების, თვითდასაქმებულების, უმუშევრად დარჩენილებისა და ა.შ. პროექტები დაიწყო.

არჩევნებსა და მოქალაქეთა პრიორიტეტებს შესახებ კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა. სატელეფონო კვლევა 6 - 11 აგვისტოს შუალედში ჩატარდა და 2 045 ადამიანი წარმომადგენლობითი, მარტივი შერჩევით შეირჩა, ცდომილება 1-3 პროცენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG