Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი გმობს უცხოეთის კრიტიკულ რეაქციას მოჭიდავის სიკვდილით დასჯის საქმეზე


ნავიდ აფკარი
ნავიდ აფკარი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 სექტემბერს თეირანში გერმანიის ელჩი გამოიძახა ტვიტერით გავრცელებული ტექსტის გამო, რომელშიც დაგმობილი იყო მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილი ჭიდაობის ჩემპიონის სიკვდილით დასჯა და გერმანიის რეაქციას უწოდა ირანის "შიდა საქმეებში ჩარევა".

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ 27 წლის ნავიდ აფკარი დასაჯეს სიკვდილით სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელსაც უფლებადამცველი ჯგუფები ყალბს უწოდებდნენ და რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ხმამაღალი კრიტიკა მოჰყვა.

"მიუღებელია კანონიერი კონსტიტუციების უგულებელყოფა კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად" - განაცხადა თეირანში გერმანიის საელჩომ, ტვიტერით 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ტექსტში. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ აფკარის ორ დაპატიმრებულ ძმას "ჩვენი სოლიდარობა ესაჭიროება".

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 სექტემბერს განაცხადა, რომ მკაცრად გმობს საელჩოს ტექსტს და ელჩს, ჰანს-უდო მუზელს უთხრა, რომ "ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონებში, წესებში და სასამართლო პროცედურებში ჩარევა სრულიად მიუღებელია".

XS
SM
MD
LG