Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

GPMB: COVID-19-ზე მსოფლიოს რეაგირება იყო "კოლექტიური ჩავარდნა"


COVID-19-ის პანდემიის მიმართ მსოფლიოს რეაქცია წარმოადგენს "კოლექტიურ ჩავარდნას", რომელმაც "კაცობრიობას გამოუსწორებელი ზიანი" მიაყენა - იუწყება ეპიდემიების მიმართ მზაობის შემფასებელი საერთაშორისო ორგანიზაცია.

14 სექტემბერს გავრცელებულ ახალ ანგარიშში, გლობალური მზაობის სადამკვირვებლო საბჭო (GPMB) აცხადებს, რომ პანდემიებისთვის მომზადების მიზნით გაღებული ფინანსური და პოლიტიკური ინვესტიციები არასაკმარისი იყო, მიუხედავად ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან წლების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა.

"ბევრ ქვეყანაში ლიდერებს გაუჭირდათ ადრეული და გადამწყვეტი მოქმედებები, რომლებიც დამყარებული იქნებოდა მეცნიერებაზე, მტკიცებულებებზე და საუკეთესო პრაქტიკაზე. ლიდერების მხრიდან ანგარიშვალდებულების ნაკლებობამ გამოიწვია ნდობის ღრმა და მზარდი დეფიციტი, რაც ართულებს რეაგირების ძალისხმევას" - აცხადებს საბჭო.

გასული წლის მიწურულს ჩინეთში გამოჩენის შემდეგ, ახალმა კორონავირუსმა სულ მცირე 29 მილიონი ადამიანის ინფიცირება გამოიწვია და იმსხვერპლა 925,000 ადამიანი, დამანგრეველი ეკონომიკური და სოციალური შედეგების გამოწვევასთან ერთად. გლობალური ინფიცირების მაჩვენებლის ნახევარი მოდის ამერიკაზე, სადაც აშშ, ბრაზილია და მექსიკა ყველაზე მეტად დაზარელებულ ქვეყნებს შორის არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 13 სექტემბერს აღრიცხა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კიდევ ერთი რეკორდული ზრდა - 24 საათში 307,930 ახალი შემთხვევა გამოვლინდა მსოფლიოში.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში და საფრანგეთში, ვირუსი ძლიერად დაბრუნდა ბოლო კვირებში - მას შემდეგ, რაც გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ქვეყნებმა თითქოს შესძლეს ინციფირების ზრდის შეკავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG