Accessibility links

ახალ სასწავლო წელს საკლასო ოთახებს მხოლოდ მოსწავლეთა ნაწილი დაუბრუნდა


დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

გაზაფხულის შემდეგ, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, საკლასო ოთახებს მოსწავლეთა მხოლოდ ნაწილი დაუბრუნდა.

ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მომატების გამო, ჯერჯერობით ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს სასწავლო დაწესებულებები. კორონავირუსის გავრცელების გამო, საკლასო ოთახებში სწავლა ჯერჯერობით არ განახლდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზოტსა და ჩხაკაურაში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დაწესებულებებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება 1 ოქტომბრამდე.

საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში უკვე განახლდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესრულება მოეთხოვებათ. მათ შორისაა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, მერხებს შორის დისტანციის შენარჩუნება და დამცავი ნიღბების გამოყენება. პირბადე სავალდებულო არ არის მხოლოდ მოსწავლეებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG