Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაიას თანახმად, კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 1154 პაციენტი მკურნალობს


მარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი დადასტურებული 170 შემთხვევიდან 124 აჭარაში დაფიქსირდა, 20 თბილისში, 13 იმერეთში, 6 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 გურიაში, 3 მცხეთა-მთიანეთსა და 1 რაჭა-ლეჩხუმში.

მისივე განმარტებით, აღნიშნული შემთხვევებიდან 88 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 50-ს მოგზაურობის ისტორია აქვს, 4 საკარანტინო სივრცეში დადასტურდა, დანარჩენები კი „ცხელების ცენტრებში“ დადასტურებული შემთხვევებია და მიმდინარეობს მათი კონტაქტების მოძიება.

მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ამ დროისათვის კოვიდცენტრებში, მათ შორის, საკარანტინო სივრცეებში, ჯამურად 1154 პაციენტი მკურნალობს. მათგან 5 კრიტიკულად მძიმეა, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 35-ს არ აღემატება.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

170 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2562-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 1381, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG