Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ოპოზიციური პარტია საარჩევნო ბლოკის სახელით მაჟორიტარ კანდიდატებს ასახელებს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა, ამ შეთანხმებას ხელი პარტიების ლიდერებმა დღეს მოაწერეს და ამ პარტიების შემადგენლობით მიიღებს ბლოკი „ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. მათ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების ვინაობაც დაასახელეს.

ნატო ჩხეიძე - ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები, გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;

მანუჩარ კვირკველია - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქი;

კახა ოქრიაშვილი - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქი;

ცეზარ ჩოჩელი - მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქი;

დილარ ხაბულიანი - ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქი.

ცნობილია, რომ ოპოზიციის გაერთიანების პრემიერმინისტრობის საერთო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილების სურვილით ცესკომ 66 პარტია დაარეგისტრირა.

პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა) და, შესაბამისად, იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა).

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG