Accessibility links

logo-print logo-print

მოლდოვის სკოლებში სწრაფად მატულობს COVID-19-ის შემთხვევები


მოლდოვაში სასწავლო პროცესის განახლებიდან ორი კვირის თავზე იმდენად იმატა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კორონავირუსის შემთხვევებმა, რომ არ არის გამორიცხული, სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ მეთოდზე გადავიდეს.

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის კვირას გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 214 ახალი შემთხვევა, საშუალო სკოლებში - 191.

რესპუბლიკის მასშტაბით ეს არ არის დიდი რიცხვი, მაგრამ სკოლაში ერთი მოწაფის დაინფიცირების შემთხვევაში, თვითიზოლაციაში ექცევა ერთი კლასი, ზოგ შემთხვევაში - მთელი სკოლა.

კიშინიოვის მერის, იონ ჩებანუს თანახმად, კორონავირუსით დაინფიცირებულ სტუდენტთა და პედაგოგთა უმრავლესობა მოდის მოლდოვის დედაქალაქზე. მერმა განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელები ყველა ზომას მიმართავენ, რათა არ მოხდეს COVID-19-ის შემთხვევების ზრდა.

მიუხედავად ამისა, მხოლოდ ბოლო კვირას თვითიზოლაციაში გადაიყვანეს 12 სასწავლო დაწესებულების 30 კლასი.

რადიო თავისუფლების მოლოდავური სამსახურის ცნობით, დღეისათვის იზოლაციაში მთლიანობაში იმყოფება 1300 სტუდენტი და საგანმანათლებლო დაწესებულების 57 თანამშრომელი.

15 სექტემბრის სტატისტიკით, ეპიდემიის განმავლობაში ახალი კორონავირუსით აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს პატარა ქვეყანაში, მოლდოვაში, დაინფიცირდა სულ მცირე 43 000 ადამიანი. გარდაიცვალა 1129 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG