Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დოლართან გაუფასურდა: 1 დოლარი 3,15 ლარი გახდა


ლარი მსოფლიოს 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის, დოლარსა და ევროსთან. 16 სექტემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.

ლარი დოლართან 2,38 თეთრით გაუფასურდა და 3,1546 ლარს გაუტოლდა. ევროს შემთხვევაში ლარი 3,43 თეთრით გაუფასურდა და 3,7521 ლარი გახდა.

ლარი დოლართან სამლარიან ნიშნულს კორონავირუსის პანდემიის დროს, 17 მარტს გადასცდა და ყველაზე მაქსიმალურ მაჩვენებელს (3,4842) 10 დღეში მიაღწია. მას შემდეგ დოლარი 3-ლარიან ნიშნულს ივნისში რამდენიმე დღით ჩამოსცდა და მალევე გაუფასურების ტენდენცია კვლავ გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG