Accessibility links

ზელენსკიმ ავსტრიაში განაცხადა, რომ უკრაინას აღარ აქვს „ურთიერთობა“ რუსეთთან


ვოლოდიმირ ზელენსკი და ალექსანდერ ვან დერ ბელენი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის აღარ არსებობს არავითარი „ურთიერთობა“, არსებობს მხოლოდ დიალოგი, რომელიც საწყის სტადიაშია.

„სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ ეს სიტყვა („ურთიერთობა“). დავკარგეთ ამ სიტყვის მნიშვნელობა ჩვენს ქვეყნებს შორის მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დაიწყო ომი აღმოსავლეთ უკრაინაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ 15 სექტემბერს ვენაში, ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჟურნალისტი შეეკითხა უკრაინის პრეზიდენტს, რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან მისი ურთიერთობების შესახებ.

დღესვე ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს.

„ადრე რუსები და უკრაინელები ერთმანეთს ეძახდნენ დებსა და ძმებს, დღეს კი დაკარგულია ჩვენი სუვერენული ქვეყნის ორი ტერიტორია და დაღუპულია 14 000-ზე მეტი ადამიანი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მიუხედავად ამ ვითარებისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები, რომლის შედეგსაც წარმოადგენს "სიჩუმის რეჟიმი" აღმოსავლეთ უკრაინაში და 140-ზე მეტი უკრაინელის სამშობლოში დაბრუნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG