Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეპ ბორელი: „ევროკავშირი ლუკაშენკას არ თვლის კანონიერ პრეზიდენტად“


ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი არ თვლის ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბელარუსის კანონიერ პრეზიდენტად.

„სიტუაცია ევროკავშირისთვის ნათელია: არჩევნები, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა ბელარუსში, გაყალბდა, რის გამოც ევროკავშირი არ ცნობს ლუკაშენკას ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, - განაცხადა 15 სექტემბერს ბორელიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ბელარუსში შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.

ბორელი შეეხო სანქციების საკითხს და დასძინა, რომ ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ევროკავშირი ამზადებს პერსონალურ სანქციებს, რომელიც მოკლე ხანში ამოქმედდება.

ეუთოს დამკვირვებელთა მისია მზად იყო ბელარუსის ხელისუფლებასთან დიალოგის დასაწყებად.

„მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით დავკავშირებოდით ბელარუსის ხელისუფლების რომელიმე შტოს“, - დასძინა ჯოზეპ ბორელიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG