Accessibility links

logo-print logo-print

ბულგარეთში ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პარლამენტის ვიცე-სპიკერს


ვესელინ მარეშკი

ბულგარეთის საოლქო სასამართლომ, 15 სექტემბერს, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და პატარა ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ვესელინ მარეშკის, პიცერიის მფლობელისათვის ფულის გამოძალვისთვის.

რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, 53 წლის მარეშკი, პოპულისტური პარტია „ვოლიას“ ლიდერი, რომელიც კოალიციაში იმყოფება პროევროპულ ულტრამემარჯვენე „იდეონტობასა და დემოკრატიის პარტიასთან."

მარეშკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბიზნესმენისათვის ფულის გამოძალვასა და მისი პიცერიის განადგურების მუქარაში, რასაც პოლიტიკოსი უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ადვოკატები კანონის ფარგლებში გაასაჩივრებენ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ვესელინ მარეშკი ბულგარეთში ერთ-ერთი უმსხვილესი სააფთიაქო ქსელის მეპატრონეა და ასევე განაგებს ბენზინგასამართი სადგურების ქსელს ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG