Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა


სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმში ყოფნის შემდეგ. ამავე ინფორმაციით, იგი ბათუმში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა და სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია:

„მომატებული რისკის ზონაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომლის თანახმადაც, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა.

დღეს, 16 სექტემბერს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2758-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 31 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1412.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG