Accessibility links

ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 40 მილიონი დოლარი


სავალუტო აუქციონის შედეგი გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. დღეს, 16 სექტემბერს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი აშშ დოლართან მიმართებით 3.1546 შეადგინა.

17 სექტემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთია:

1 აშშ დოლარი - 3.1547 ლარი

1 ევრო - 3.7440 ლარი

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.0872​ ​ლარი

100 რუსული რუბლი - 4.2189​ ლარი

1 თურქული ლირა - 0.4215 ლარი

10 უკრაინული გრივნა - 1.1228 ლარი

17 სექტემბრისთვის Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1720 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG