Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატობის კანდიდატებისთვის სავალდებულო აღარ იქნება ნარკოლოგიური შემოწმების გავლა


პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „საარჩევნო კოდექსი“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო აღარ იქნება ნარკოლოგიური შემოწმების გავლა.

კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა დაჩქარებული წესით განსახილველად წარადგინა. მასში ნათქვამია, რომ კანდიდატებისგან განსხვავებით, შემოწმებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არჩეული პარლამენტის წევრები გაივლიან.

ინიციატორები ცვლილებების მომზადების კორონავირუსის გავრცელების რისკებს უკავშირებენ. შესწორება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება და ის გარდამავალ დებულებაში აისახება.

ივნისში პარტია „გირჩმა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა „დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ“.

იურისტი, „გირჩის" წევრი ლევან ჯგერენაია განმარტავდა, რომ პარლამენტის დეპუტატს ირჩევს ხალხი, მას ხალხისგან აქვს ლეგიტიმაცია და არ შეიძლება დეპუტატობის კანდიდატს დაუწესდეს ასეთი აბსურდული და დამამცირებელი მოთხოვნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG