Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კიდევ შვიდ ყირიმელ თათარს მიუსაჯეს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა


დონის როსტოვში სამხედრო სასამართლომ შვიდ ყირიმელ თათარს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირის“ საქმიანობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, ასევე მათ ბრალი ედებათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებაში. მათ 13-დან 19 წლამდე კოლონიაში პატიმრობა მიესაჯათ.

2014 წლიდან პირველად, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა ყირიმელი თათრების წინააღმდეგ, ერთი ბრალდებული გაამართლეს.

ყველა ბრალდებული ყირიმის ქალაქ ბახჩისარაიში ცხოვრობდა. უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ ისინი პოლიტიკურ პატიმრებად ცნო.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ასზე მეტი ყირიმელი თათარი გაასამართლა რელიგიურ ორგანიზაცია „ჰიზბ უტ-ტაჰრირში“ მონაწილეობისთვის.

ყირიმელი თათრები მიიჩნევენ, რომ მათი დევნა არის რუსეთის ხელისუფლების შურისძიება იმის გამო, რომ მათ არ აღიარეს ანექსია.

XS
SM
MD
LG