Accessibility links

ელისაშვილმა „მოქალაქეების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა ლევან იოსელიანი


„მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში დაასახელა პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

„ჩვენ თუ ღონივრად გავალთ პარლამენტში და ამისთვის ვიბრძვით, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ლევან იოსელიანი. ასეთი კაცი სჭირდება პრემერ-მინისტრად ქვეყანას", - თქვა ელისაშვილმა.

ლევან იოსელიანი 2019 წელს მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში. მან მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მიიღო 6.55% (964 ხმა).

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG