Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევაა


აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანის ინფიცირება დაადასტურა.

16 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 756 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 198. COVID-19-ით გარდაცვლილია 7 ადამიანი.

შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია 6 პაციენტი.

ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა აგვისტოს დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და ტურისტების მიღება დაიწყო.

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა აპრილში დაადასტურეს. ივლისის ბოლომდე აღრიცხული ჰქონდათ 81 შემთხვევა. 31 ივლისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით კი, უკვე 675. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 244 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG