Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ისევ აჭარაშია


კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. 16 სექტემბერს აჭარის რეგიონში 145 ახალი შემთხვევა იყო.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 17 სექტემბერს დადასტურებული 179 შემთხვევიდან 16 იმერეთშია, 15 თბილისში, 7-7 სამეგრელო-ზემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთში და 4-4 გურიასა და კახეთში.

ეზუგბაიას ცნობითვე, ამჟამად კოვიდ-ცენტრებსა და ჰოსპიტლის შემდგომი მეთვალყურეობის სასტუმროებში 1488 პაციენტია. მათგან 9-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 60-70 პაციენტის კი - მძიმე.

17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 2937 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1422. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG