Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ისევ მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა


ქუთაისში, წინა დღესთან შედარებით გაორმაგდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა. დღეს დილით დადასტურდა ინფიცირების კიდევ 16 ფაქტი.

16 სექტემბერს გამოვლინდა 8 შემთხვევა, რაც ბოლო ერთ კვირაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მედიას უთხრა, რომ ახალი შემთხვევები ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება. ინფიცირებულთა შორისაა კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ორი თანამშრომელი. პირველადი კვლევით, ამავე კომპანიის სხვა თანამშრომლებს კორონავირუსი არ აქვთ.

ბოლო 24 საათში ქუთაისში 1226 ადამიანი გამოიკვლიეს.

32-ე საჯარო სკოლის 21 პედაგოგს და ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი 10 სექტემბერს დაუდგინდა. გასული კვირიდან ქუთაისში დაინფიცირდა სულ 114 ადამიანი. უმეტესობას კავშირი აქვს 32-ე სკოლის კლასტერთან.

დღეს დილით, საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2937-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1422.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG