Accessibility links

გაეროს გენერალური მდივანი კვლავ მოუწოდებს მსოფლიოს "უკონტროლო" პანდემიის პირობებში ცეცხლის შეწყვეტისკენ


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის პანდემია კვლავ „არ ექვემდებარება კონტროლს“ და უახლოვდება ყველაზე საშინელ ზღვარს, როცა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონი იქნება.

პრეს-კონფერენციაზე, 16 სექტემბერს გუტერეშმა თქვა, რომ კორონავირუსი მსოფლიოს უსაფრთხოების მთავარი საფრთხეა, რომელიც არ ჰგავს არც ერთ კრიზისს, რომელსაც მოვსწრებივართ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც მომავალი კვირისთვის არის დაგეგმილი უპირატესად ვირტუალური ფორმით, ის აპირებს გამოვიდეს მძლავრი მოწოდებით საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, შეწყდეს ცეცხლი მთელ მსოფლიოში წლის ბოლოსთვის. გუტერეშმა ამგვარი მოწოდება უკვე გამოთქვა 23 მარტს.

გუტერეშის გამოსვლის მომენტში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვმა თითქმის მიაღწია 940 ათასს, როგორც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი იტყობინება.

მთელ მსოფლიოში დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 29,7 მილიონია. ინდოეთმა, სადაც სწრაფი ზრდა აღინიშნა, 17 სექტემბერს კვლავ მიაღწია სარეკორდო რიცხვს ერთ დღეში ახალი შემთხვევებს რაოდენობის მიხედვით. შეშფოთებას იწვევს შემთხვევათა რიცხვის სწრაფი მატება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. გერმანიამ 16 სექტემბერს „სარისკო რეგიონებად“ გამოაცხადა ვენა, ბუდაპეშტი და ამსტერდამი და იქიდან დაბრუნებულ პირებს კარანტინის გავლას ავალდებულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG