Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა დასავლეთს ადანაშაულებს ბელარუსის „განადგურების“ მცდელობაში, საპროტესტო გამოსვლები გრძელდება


ალექსანდრ ლუკაშენკა ბელარუსის პოლიტიკურ აქტივისტებთან შეხვედრისას 16 სექტემბერს.
ალექსანდრ ლუკაშენკა ბელარუსის პოლიტიკურ აქტივისტებთან შეხვედრისას 16 სექტემბერს.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ დასავლეთი დაადანაშაულა მცდელობაში „გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა“ გასული თვის არჩევნების შედეგების უგულებელყოფით და ამის ნაცვლად რევოლუციის მოწყობით, რათა ჩამოართვას ძალაუფლება თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის მმართველს.

მაღალი რანგის მოხელეებსა და სახელმწიფო მედიასაშუალებებთან შეხვედრისას 16 სექტემბერს ლუკაშენკამ თქვა, რომ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები მოწყობილია აშშ-ის და „მისი თანამგზავრების, პოლონეთის, ლიტვის, ჩეხეთის რესპუბლიკის და სამწუხაროდ, უკრაინის“ მიერ, რომლებიც ცდილობენ მოაწყონ ე.წ. „ფერადი რევოლუცია“, რომლის მიზანია „ჩვენი სუვერენიტეტის და თვით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა“.

ლუკაშენკას ამ შეხვედრაზე თქვა, რომ „ჩვენ არ დავუშვებთ ამ გეგმის განხორციელებას, ამის ნებას არ მივცემთ“.

ათასობით ადამიანი იქნა დაპატიმრებული და ნაცემი პოლიციის მიერ, როცა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერს ან ქვეყანა დაატოვებინეს, ან დააპატიმრეს დემონსტრაციების პერიოდში, რომლებიც მიმართულია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. 9 აგვისტოს არჩენების ოფიციალური შედეგებით, ლუაკაშენკას ხმა მისცა ხალხის 80-მა პროცენტმა, რასაც არ აღიარებს ოპოზიცია და დასავლეთი. მისი მთავარი მეტოქე სვეტლანა ციხანოუსკაიაა, რომელიც აიძულეს მეზობელ ლიტვაში წასულიყო. ციხანოუსკაიამ ლუკაშენკას გამოსვლა შეაფასა როგორც მცდელობა, ყურადღება გადაეტანა არჩევნების გაყალბებიდან და დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG