Accessibility links

„დინამო თბილისს“ უელსის კლუბი კორონავირუსით დაუხვდა


უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ მეტოქის - უელსის „ქონას ქი ნომედსის" - წევრებს თამაშამდე ერთი დღით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ „ქონას ქი ნომედსმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ტექსტში ნათქვამია, რომ სამშაბათს კლუბის ყველა წევრმა გაიარა სავალდებულო ტესტირება და კორონავირუსი სამ ფეხბურთელს აღმოაჩნდა, ერთს კი მხოლოდ სიმპტომები აღენიშნება. მიუხედავად ამისა, თამაში მაინც გაიმართება.

ინფიცირებული მოთამაშეები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ პრობლემას ემატება ტრავმიანობა და,შედეგად, „ქონას ქი ნომედსი“ მომავალ მატჩს მხოლოდ თოთხმეტი მოთამაშით შეხვდება.

„ქონას ქი ნომედსისა" და „დინამო თბილისის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, უკვე ორი დღეა, უელსშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG