Accessibility links

ნათია თურნავა: ამ თვეში აღდგება Wizz Air-ის ფრენები


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მიმდინარე თვიდან, ანუ სექტემბრიდან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air საქართველოდან ფრენებს აღადგენს. ამის შესახებ მან "ევრონიუს ჯორჯიას" ეთერში ისაუბრა.

მინისტრმა დააკონკრეტა, რომ პირველ რიგში ფრენები აღდგება "უსაფრთხო მიმართულებებით".

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისიდან Raynair-იც აღადგენს ფრენებს", - თქვა მან.

თურნავას თქმით, მხარეების კომუნიკაციის შედეგად გადაწყდება რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრენენ კომპანიები.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველომ დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენა თითქმის 6 თვეა, რაც შეზღუდა. ამ ეტაპზე საქართველოდან ფრენებს მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია ახორციელებს, რომელთა ბილეთის ფასებიც მანამდე ბაზარზე არსებულ მონაცემებს რამდენჯერმე აღემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG