Accessibility links

ორი მუშა გარდაიცვალა ქუთაისში ელექტროსამუშაოების შესრულებისას


ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ბროწეულა-ქუთაისის სარკინიგზო მაგისტრალთან დენის დარტყმის შედეგად ორი მუშა გარდაიცვალა. ისინი სამუშაოს ასრულებდნენ ელექტრომომარაგების ბოძზე. სამაშველო დახმარების ბრიგადებს ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა. ცხედრები ექსპერტიზისთვის გადაასვენეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG