Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI-ის შეფი: რუსეთი არ წყვეტს მცდელობებს, გავლენა მოახდინოს აშშ-ის საარჩევნო პროცესზე


კრისტოფერ რეი
კრისტოფერ რეი

და იმედოვნებს, ჩირქი მოსცხოს დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს. ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კრისტოფერ რეიმ განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას. რეის თქმით, რუსეთი ბაიდენს მიიჩნევს მოსკოვის ინტერესებისადმი მტრულად განწყობილი ისტებლიშმენტის ნაწილად.

FBI-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2016 წლისგან განსხვავებით, როცა რუსეთმა დემოკრატიული პარტიის სერვერებზე ჰაკერულ თავდასხმებს მიმართა, წელს ის დეზინფორმაციის კამპანიებით შემოიფარგლება. საამისოდ რუსები იყენებენ სოცქსელებს, სახელმწიფო მედიას და სხვა სახის პროპაგანდას, განაცხადა რეიმ. მისი სიტყვებით, FBI-მ ახლახან გააფრთხილა ფეისბუკი და ტვიტერი რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების შესახებ.

რეიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახლახან FBI-მ და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ გამოავლინეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მავნე კომპიუტერული პროგრამა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ტარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG