Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში კოვიდცენტრებში კორონავირუსზე 341 პაციენტს მკურნალობენ


გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 129 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის 129 შემთხვევიდან 114 ბათუმში ინფიცირების შემთხვევებია, 11, ქობულეთში, 3 ქედაში და 1 შუახევში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში ბათუმში 7 კლინიკაში 341 პაციენტს მკურნალობენ, კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ კი 223 უსიმპტომო პაციენტია განთავსებული.

2 დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ აჭარაში 26-ს მიაღწია. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 4000-ზე მეტი pcr ტესტი ჩატარდა.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3119-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 13 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1435.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG