Accessibility links

ჩეხეთში, სადაც წუხელ კორონავირუსის 3130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მკაცრდება შეზღუდვები


ჩეხეთში COVID-19-ის ეპიდემიის განმავლობაში პირველად, საშიში ვირუსით ერთ დღეში დაინფიცირებული აღმოჩნდა 3130 ადამიანი, რითაც 44 155-ს მიაღწია დაავადებულთა რაოდენობამ.

სხვადასხვა სახის, მათ შორის, სტაციონარულ მკურნალობას ამ ეტაპზე გადის დაახლოებით 20 289 ინფიცირებული. ეპიდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 489 პაციენტი.

გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის მატება სექტემბერში წინა თვესთან შედარებით გასამმაგებულია, ჩეხეთის ხელისუფლება ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლის მიზნით კიდევ უფრო ამკაცრებს შეზღუდვებს.

18 სექტემბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და ბარები დაიკეტება 24:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე.

დღეიდან იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის გარეთ, ღია სივრცეში ერთად ყოფნა პირბადეების გარეშე.

სკოლებში, მეექვსე დონისა და უფრო მაღალი კლასების მოწაფეები ვალდებულები არიან, აუდიტორიებში ატარონ სანიტარიული პირბადეები.

10 სექტემბრიდან სავალდებულოა პირბადეების ტარება ყველა შენობა-ნაგებობის შიგნით და ასევე ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ვიზიტორებს, რომლებიც ჩეხეთში ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ჩამოვლენ, გაკეთებული უნდა ჰქონდეთ ტესტი ან ჩამოსვლისთანავე აღმოჩნდებიან კარანტინში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG