Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმერეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევაა


ბოლო 24 საათში, იმერეთის რეგიონში კორონავირუსი დაუდასტურდა 11 ადამიანს. მათ შორისაა ჭიათურელი სკოლის მოსწავლე, რომელიც აჭარის რეგიონში იმყოფებოდა. მოზარდთან კონტაქტში მყოფი 15 პირი იზოლაციაშია.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ბავშვი სკოლაში არ ყოფილა, ამიტომ სასწავლო დაწესებულებაში ვირუსის გავრცელების რისკი არ არსებობს. ჭიათურის „ჯეოჰოსპიტალსის“კლინიკის ხელმძღვანელის, დავით ბიწაძის ცნობით, მოზარდს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აქვს.

იმერეთში გამოვლენილი 11 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება, რამდენიმე ინფიცირებული კი აჭარაში იმყოფებოდა.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა. მათგან 129 აჭარაში. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3119-მდე გაიზარდა. 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 13 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1435.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG