Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამადაშვილი თურნავას: ამ ქვეყანაში ადამიანები კოვიდის გარეშე, შიმშილით იხოცება


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში მისულ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას უთხრა, რომ ის არის ღატაკი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი. სამადაშვილის თქმით, ამის შეხსენება მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსის პანდემიის პირობებში გადადგმული ნაბიჯებით იწონებდა თავს.

"სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც კოვიდის მსხვერპლი შეიძლება გამხდარიყო... ამ ქვეყანაში ადამიანებს კოვიდი არ სჭირდებათ, უპატრონობით, შიმშილით და მედიცინის ნაკლებობით იხოცებიან კოვიდის გარეშეც", - მიმართა თურნავას სამადაშვილმა.

თურნავა დღეს, 18 სექტემბერს პარლამენტში ინტერპელაციის გზით არის მისული. მან თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოს უკეთესი შედეგი ჰქონდა კორონავირუსის დროს სიკვდილიანობასთან დაკავშირებით, ვიდრე შვედეთს. სამადაშვილმა კი ამის პასუხად უთხრა, რომ საქართველოში 15 წლით ნაკლებია სიცოცხლის ხანგრძლივობა, ვიდრე იმ ქვეყანაში, რომელსაც ის ახსენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG