Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეზურნიშვილი ივანიშვილზე: ტურბულენტურ ზონაში ვართ, მაგრამ მეთაური არის გამოცდილი, ქველმოქმედი


"ქართული ოცნების" სიით პარლამენტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი, რომელიც პარტიულ სიაში ჯერ არ არის, პარტიის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს ტურბულენტურ ზონაში შესული თვითმფრინავის პილოტს ადარებს. ამ შედარებებზე მან პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.

"ჩვენი ქვეყანა მართლაც შევიდა ტურბულენტურ ზონაში, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ხომალდის მეთაური არის გამოცდილი, დიდი ქველმოქმედი, უაღრესად შეყვარებული თავის ხალხზე. ადამიანი, ძალიან მაგარი ეკიპაჟით... შემიძლია რჩევა მოგცეთ [ოპოზიციას], ღვედი შეიკარით, დატკბით მოგზაურობით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამ ეკიპაჟის მეთაურობით მინიმუმ კიდევ 4 წელი გაგრძელდება", - თქვა დეპუტატმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG