Accessibility links

logo-print logo-print

ტექნიკური უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია უნივერსიტეტში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს და განუმარტეს, რომ ინფორმაცია მათთვის ცნობილი წუხელ გახდა, ინფიცირების თარიღი კი უცნობია.

​სასწავლებლის პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს ოთხივე თანამშრომელი დისტანციურად მუშაობდა და ერთმანეთთან შეხებაც არ ჰქონიათ. ახლა ეპიდემიოლოგები ვირუსის გადადების გზებს იკვლევენ.

უნივერსიტეტი განმარტავს, რომ სასწავლო პროცესს 28 სექტემბერს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში იწყებენ და სტუდენტთა უსაფრთხოება ეჭვქვეშ არ დგება.

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში დღიურად კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 100-დან 200-მდე მერყეობს. ბოლო 24 საათში კი 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG