Accessibility links

ქუთაისში COVID - 19 დაუდასტურდა სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებს და ფიტნესკლუბის მომხმარებელს


სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლში“, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, პირველ სართულზე განთავსებულ „ოქროს ბირჟაზე“ მომუშავე 5 თანამშრომელს COVID - 19 დაუდასტურდა. პაციენტები სამკურნალოდ კლინიკა „ბომონდში“ გადაიყვანეს.

სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის ცნობით, „ოქროს ბირჟა“ 8 დღით დაიკეტა, თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან, სავაჭრო ცენტრში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და 19 სექტემბრის დილის 10:00 საათიდან განაახლებს მუშაობას.

27 სექტემბრამდე დაიკეტა ფიტნესკლუბი „გალილეო“, რომლის ერთ -ერთ მომხმარებელს, კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა. მომხმარებელი კლუბში სამშაბათს 7 საათიდან იმყოფებოდა. ამის შესახებ „ფეისბუკზე“ინფორმაცია თავად კლუბის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მან იმ მომხმარებლებს, რომლებიც გასულ სამშაბათს კლუბში იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციის დაცვისკენ მოუწოდა.

18 სექტემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსი იმერეთში 11 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ქუთაისში COVID - 19-ის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG