Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუშვებელია პირადი ცხოვრებით შანტაჟი - ქალმა პოლიტიკოსებმა შეთანხმება გააფორმეს


ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა შეთანხმება გააფორმეს და კიდევ ერთხელ დაგმეს ქალ პოლიტიკოსებზე პირადი ცხოვრებით შანტაჟი. დოკუმენტი დღეს, 19 სექტემბერს გაფორმდა და როგორც "სტრატეგია აღმაშენებელში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, მასზე შეერთება ყველას შეუძლია, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიასაც.

"დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების მიზნით. ჩვენ ვგმობთ მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას", - ნათქვამია შეთანხმების დოკუმენტში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს,"სტრატეგია აღმაშენებლის", "ევროპული საქართველოს", "კონსერვატორების" პოლიტიკოსმა ქალებმა. ხელმომწერთა შორის იყვნენ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, ეკა ბესელია და თამარ ჩუგოშვილიც.

საქართველოში პოლიტიკოსი ქალების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არაერთხელ გავრცელებულა და ყველა შემთხვევაში ხელისუფლებამ საქმის გამოძიების პირობა დადო. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის პირად ცხოვრებას შეეხებოდა, მან პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ყოფნის დროს შეახსენა, რომ მისი საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG