Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა


გორში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა, რომელიც ტირძნისში, 18 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტია. ​კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანია და მას კლინიკაში გადაიყვანენ.

„ლუგარის ლაბორატორიაში სულ 258 ნიმუში იყო გაგზავნილი. ყველა შემთხვევის კონტაქტები გამოვლენილი და შესწავლილია. ამ ეტაპზე დამატებითი ზომების მიღება არ იგეგმება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.

დღეის მდგომარეობით, შიდა ქართლის მასშტაბით თვითიზოლაციის რეჟიმში 170 პირია გადაყვანილი.

20 სექტემბერს საქართველოში დადასტურდა COVID-19-ის 196 ახალი შემთხვევა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG