Accessibility links

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების დროს ასეულობით დემონსტრანტი დააკავეს


ბელარუსის პოლიციამ დააკავა ასეულობით დემონსტრანტი მთელ ქვეყანაში გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს 20 სექტემბერს. ავტორიტარულ მმართველ ალექსანდრ ლუკაშენკაზე ზეწოლა იზრდება.

მინსკში სამართალდამცველებმა 140 ადამიანი დააკავეს. სულ მცირე 60 პირია დაკავებული სხვა ქალაქებში, იტყობინება უფლებადამცველი ჯგუფი „ვიასნა“.

ასი ათასზე მეტი ადამიანი გავიდა მინსკის ქუჩებში, მიუხედავად პოლიციის გაფრთხილებისა, ნუ შეიკრიბებიან, იტყობინება ადგილობრივი და საერთაშორისო მედია.

საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს ხელში ეჭირათ თეთრ-წითელი დროშები და გაიძახოდნენ ცნობილი ლოზუნგს: „წადი!“, რომელიც მიმართულია ლუკაშენკასკენ.

დემონსტრანტების დაკავებას ბრესტში თან ახლდა ძალადობა, შავ ფორმიანმა პოლიციელები შედიონენ დემონსტრანტთა რიგებში და გაჰყავდათ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები. ბევრი არ ემორჩილებოდა მათ, რასაც მოჰყვა პოლიციის მხრიდან ჰაერში გასროლა, რის შემდეგად ხალხი გაიფანტა.

ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ ეწყობა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას და ახალი არჩენების ჩატარებას მოითხოვენ.

ოპოზიცია, რომლის წევრების ნაწილი აიძულეს უცხოეთში წასულიყო, ნაწილი კი, დაკავებულია, ასევე დასავლეთის ქვეყნები, თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა. მასში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდა ლუკაშენკა, რომელიც 26 წელია მართავს ქვეყანას ავტორიტარული მანერით. გამოსვლებს ახლდა პოლიციის მხრიდან ძალადობა, დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG