Accessibility links

თბილისის მეტრო ისევ 00:00 საათამდე იმუშავებს


თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და მგზავრებს ისევ 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება.

ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების განახლებისთვის მიმდინარე სამუშაოების გამო, ივლისიდან დღემდე მეტრო 23:00 საათამდე მუშაობდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შეიცვალა 550 კმ. მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი.

თბილისის მეტროს უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის აზიის განვითარების ბანკმა დაახლოებით 15 მილიონი დოლარი გამოჰყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG