Accessibility links

კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დაფიქსირდა, 53 იმერეთში


გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი 193 დადასტურებული შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ აჭარის რეგიონზე მოდის და 92-ს შეადგენს. ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც კორონავირუსის 53 შემთხვევა აღირიცხა. მომდევნო ადგილზე ამ ჩამონათვალში 31 შემთხვევით თბილისია. რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, 8 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, 7 გურიაში, 1 რაჭა-ლეჩხუმში და 1 მცხეთა მთიანეთში.

არსებული სტატიტიკით, 21 სექტემბრის დილის მონაცემებით კოვიდ-ცენტრებსა და კოვიდ-სასტუმროებში ერთად სულ 2133 პაციენტს მკურნალობენ. მათგან მარინა ეზუგბაიას თანახმად, პაციენტთა ნახევარზე ოდნავ ნაკლები კოვიდ-მკურნალობაზე მყოფი პაციენტები არიან, ხოლო დანარჩენები მეთვალყურეობას სასტუმრო-ჰოსპიტლებში გადიან.

მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, ამ დროისათვის კრიტიკულად მძიმეა 16 პაციენტის მდგომარეობა, მძიმე პაცეინტების რაოდენობა კი 80-ს აღემატება. მისი ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3695-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 40 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1534.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა covid-19-ით კიდევ ერთი, მე-20 პაციენტის გარდაცვალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG