Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ათეულობით ფირმასა და პირს დაუწესებს სანქციებს ირანთან იარაღის სფეროში კავშირის გამო


21 სექტემბერს აშშ სანქციებს დაუწესებს ორ ათეულზე მეტ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც ჩართული არიან ირანთან ერთად ბირთვულ, სარაკეტო და ჩვეულებრივი იარაღის პროგრამებში.

ამის თაობაზე სააგენტო „Reuters“-ს ამცნო აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა. 19 სექტემბერს აშშ-მა, მიუხედავად ახლო მოკავშირეების უარისა და სანქციების ეფექტიანობის შესახებ გაურკვევლობისა, ცალმხრივად კვლავ აამოქმედა გაეროს სანქციები, რომელიც ირანს გაუუქმეს ბირთული შეთანხმების პირობებით 2015 წელს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა ირანის წინააღმდეგ გაეროს ადრინდელი სანქციების ეგრეთ წოდებული, snapback-ის შესახებ და მუქარა გამოთქვა ნებისმიერი დამრღვევის წინააღმდეგ.

Reuters-თან ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრისას ამერიკელმა მოხელემ განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ირანს ექნება საკმარისი მასალა ბირთვული იარაღისთვის და რომ თეირანმა განაახლა თანამშრომლობა შორი მოქმედების სარაკეტო სფეროში ჩრდილოეთ კორეასთან, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს.

Reuters-ის თანამოსაუბრეს არ წარმოუდგენია ამ მტკიცებების დამადასტურებელი დეტალები.

ახალი სანქციები წარმოადგენს გაფრთხილებას ჩინეთის, რუსეთისა და ევროპელი მოკავშირეებისთვის, რომ მათ შეიძლება უგულებელყონ ირანისთვის გაეროს სანქციების აღდგენისკენ აშშ-ის სწრაფვა, მაგრამ კომპანიები, რომლებიც ამ ქვეყნებში არიან დაფუძნებული, მათი დარღვევისთვის დაისჯებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG