Accessibility links

site logo site logo

სვიატლანა ციხანოუსკაიამ ბრიუსელში შეხვედრები გამართა ევროკავშირის ლიდერებთან


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი (მარცხნივ), ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი ჟოზეპ ბორელი. ბრიუსელი, 2020 წ. 21 სექტემბერი.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვდნენ, როცა კავშირი მსჯელობს, დაუწესოს თუ არა სანქციები ბელარუსის ოფიციალურ პირებს, მათ შორის, პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა ორშაბათს ციხანოუსკაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრებზე „დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბელარუსის ხალხის სიმამაცემ და ენერგიულობამ, განსაკუთრებით - ბელარუსი ქალებისა, რომლებიც ლიდერობის ჭეშმარიტ უნარს ავლენენ“.

ბორელმა ასევე უარყო ბელარუსისა და მისი მოკავშირე რუსეთის ბრალდება ქვეყნის შიდა საქმეებში ევროპის ჩარევის თაობაზე. მან განაცხადა, რომ „ეს არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საშინაო საქმეებში ჩარევა, ვინაიდან დემოკრატია და ადამიანის უფლებები ევროპის კავშირის იდენტობის საფუძველს წარმოადგენს“.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, კვირას, ბელარუსის პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG