Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავაზაკთა მიწა


ავტორი: Demiurg

მიმართვა საქართველოს სრულიად პოლიტიკურ სპექტრს

უკაცრავად ვარ და თქვენ არ ამბობდით : არ გვინდა თანამდებობები , მხოლოდ სქართველოს გადარჩენა გვინდა და ახალგაზრდებს ხიდად გავეგებითო? გამოცდილება ჩვენი - ენერგია თქვენიო და ა.შ.

ხომ ასე ამბობდით?

ამ 3-4 თვეში ყველას პრემიერობა როგორ მოგინდათ ? თქვენი უტიფრობა არ მიკვირს,

მე ჩვენი მდუმარება მაჭკნობს , მე ჩვენი გამჭირვებია.

ისევ სკამი რომ გინდათ და ამას ვითომდა საშუალებად რომ ასახელებთ რეფორმების გასატარებლად - აი ეს როგორ დაგიჯეროთ ახლა?

რატომ არ გინდათ აღიაროთ რომ ამომრჩეველი გავიზარდეთ და გული გვერევა თქვენს ე.წ. პატრიოტიზმზე?

რატომ არ ძალგიძთ რომ ჩამოშორდეთ ამ მმართველ თანამდებობებს და აცადოთ ქვეყანას განვითარება?

რაც ამ გაღატაკებულ მიწაზე გრანტი და ფინანსური დახმარება გამოგზავნილა დასავლეთიდან, თითოეული ლარი რომ წესიერად და მიზნობრივად დაგეხარჯათ , ახლა ევროპის საუკეთესო სახელმწიფო ვიქნებოდით.

თქვენი უნამუსობით საკუთარი ოჯახები და ღმერთი შეურაცხჰყავით იმდენი ჭამეთ ბიუჯეტიდან, ამდენი და ამდენჯერ ძარცვეთ ხალხი და კიდე ამბიციები გტანჯავთ, რაც ჩვენ გვიშლის ხელს სუნთქვაში, თორემ თქვენ, ეშმაკსაც წაუღიხართ.

კრემლს რომ არ ჭირდება ახალი ძალა გასაგებია და თქვენისმხრივ ძალიანაც რომ მოგწონთ ეს მოცემულობა, კაი ხანია რაც ხალხმა გავიაზრეთ.

არცერთს გაქვთ ჩვენი ნდობა, არცერთს, რადგანაც კონკრეტულ გზებს, მეთოდებს , ელემენტარულ სამომავლო სტრატეგიას ვერ გვიხსნით, არ ითესება თქვენს იდეები ჩვენ გულში, ვერ ირწყვება, ვერ ხარობს და ნაყოფიც არ გამოუსხამს.

თქვენ ერთმანეთს ჭამთ და ერთხელ არ გამოგიხედავთ ჩვენკენ, ჩვენ რა გვინდა , ჩვენ რა გვჭირდება,ჩვენ რა გვტკივა.

ეს თითქმის პროპორციული, ისევ ბატონს აწყობდა და თავებს ნუ მოიტყუებთ რომ რამეს მიაღწიეთ, ეს მას ჭირდებოდა ცვლილება რომ სანაგვეზე არ გაგვესროლა გავრილოვის ღამის მერე და ზოგადად 2 ვადის შემდეგ და რომ წილი, კვლავაც უზარმაზარი ჰქონოდა ამ ავაზაკთა მიწაზე.

თქვენ რა ქენით იმ დღეს? ადექით და ცხელზე სცადეთ მოჯდომა რაც ოკ ბუნებრივია , მაგრამ მერე რა ქენით მეორე დღეს? როცა ბატონი ცვილის ფიგურასავით მდგარი და ვითომ შეშინებულ-შემკრთალი პროპორციულს რომ გვიჟღერებ-გვიცურებდა ქრთამის კონვერტივით? ადექით და დედის რძესავით შეიტკბეთ და როცა ეს ქრთამის კონვერტი გახსენით, შიგ ასე სანატრელი ვერცხლის ნაცვლად: შეწირული პაიკი კობახიძე, ლაზიერად გაცოცხლებული ჯალათი პაიკ-მინისტრი და მათ უკან ლაზარესავით აღდგენილი გენპროკურორი, აწ უკვე წვერმოშვებული, შემოგცქეროდათ წნევიანი თევზის თვალებით.

ეგ პარტიაც მოგიგოთ , რაც შეეხება პოლიტიკურ ფასს რომელსაც ამ ბოროტებისთვის იხდის ხელისუფლება არცისე ეძვირებათ და ეს ფაქტია.

არჩევნები უნდა ჩატარდეს!

ორი აზრი არაა,

მაგრამ ვის,

რისთვის

და როდემდე ვირჩევთ - ეს არ არის ცხადი ამ ქვეყანაში, ნურც ამით დაიმშვიდებთ თავებს , არიქა 2 ვადა მოიხადა და ცვლილებების დროაო, გამორიცხეთ, ასე მარტივად ავაზაკთა მიწაზე, კომპრომისები არ სჩვევიათ.

მაქსიმუმ ყველა შეგყაროთ პარლამენტში ბატონმა და მერე კი გამოჩნდება ვინ რისთვის ხართ პოლიტიკაში, როცა ზედხედიდან ყველას ერთად დაგხედავთ იმ წყეულ დარბაზში, ტელეფონში მოთამაშეთ, ქვეყნის და საერო საქმით დაღლილ-მთვლემარეთ, ხელფასის და სამუდამო პენსიისთვის, ქონების დაცვისა თუ სხვა ათასი ავაზაკობის დასაფარად რომ გჭირდებათ და გაუგონარი უტიფრობით რომ ასწრებთ აქლემს მიძვრებით ნემსის ყუნწში.

თქვენ შეჭამეთ ჩვენი სამშობლო, მშობლები, შვილები , ჩვენი მიწა.

თქვენ საფლავიც აღარ გეკუთვნით ამ ქვეყანაში.

ეს ყოველივე, ოდნავადაც არ აკეთილშობილებს ოლიგარქს , მსგავსი სიგოიმე არავინ დაასკვნათ ამ ტექსტიდან.

ის ოკულტისტია და ეს აპრიორი შავი მოსასხამით სიარულს არ ნიშნავს, მოსასხამით სხვები დადიან...

ოლიგარქი სხვანაირად აზროვნებს, სხვა სიბრტყეზეა , სხვა სიხშირეზე თუმცა არადაუძლეველი, ამიტომ გიჭირთ და ვერ ამარცხებთ დღემდე, მეტიც, გამოსავლის მოსმენაც არ გსურთ, რადგანაც პირველ სკამს დასტრიალებს თქვენი იდიოტური ცნობიერი, რა ტყუილად გაბიათ ეგ ყეყეჩი თავები არცისე სიმპათიურ კისრებზე.

P.S. სანამ II-ე ადგილისთვის იბრძვით , ჩვენი თანადგომის იმედი ნუ გექნებათ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG