Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეჯოს მერიამ 100 ათასის სამშენებლო სამუშაოები 4 თვის წინ დაფუძნებულ კომპანიას დაუკვეთა


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ 100 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები დაუკვეთა კომპანიას, რომელიც 4 თვის წინ, 2020 წლის 18 მაისს დაფუძნდა. ხელშეკრულება ზუსტად 4 თვის თავზე, 18 სექტემბერს გაფორმდა.

კომპანია "გეო ბილდინგმა" ამ თანხით მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზები უნდა მოხრეშოს.

კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ერეკლე სულიკაშვილია, დირექტორი კი თეიმურაზ ბარამაშვილი. არცერთი მათგანი აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე რომელიმე პარტიის შემომწირველად არ ფიგურირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG