Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტითურქული რეკლამების გამო "პატრიოტთა ალიანსი" 2 000 ლარით დაჯარიმდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შინაარსი და "პატრიოტთა ალიანსი" ანტითურქული საარჩევნო რეკლამის გამო 2 000 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

საჩივრით ცესკოს "სამართლიანმა არჩევნებმა" მიმართა. ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ პარტიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული 9 რეკლამიდან 6 ანტითურქული იყო, მიზნად ისახავდა თურქეთის მიმართ მტრული განწყობებისა და რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებას. ვიდეოებს თან ერთვოდა წარწერა, "დაიცავი შენი წილი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. ვიმოქმედოთ, ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს".

პარტიიდან ცესკოს საჩივრის საპასუხოდ აცნობეს, რომ ფეისბუკგვერდი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" არ ეკუთვნოდათ მათ, მხარდამჭერების შექმნილი იყო. პარტია ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური რეკლამა და აღნიშნავდა, რომ ეს შუღლის გაღვივებისკენ მოწოდება კი არა ისტორიული ფაქტების ასახვა იყო.

2020 წლის არჩევნების წინა პერიოდში პარტიის სახელით აჭარაში რამდენიმე ბანერი გამოაკრა, სადაც აჭარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფრად იყო გამოსახული, რაც აჩენდა განცდას, რომ ისიც ოკუპირებული იყო. ამ ბანერსაც ჰქონდა წარწერა "დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო". პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობდა, რომ მისი პარტიის სადავო ბანერი შესაძლოა ბოკერიას და სააკაშვილის პროვოკაცია ყოფილიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG