Accessibility links

site logo site logo

შსს: ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ფონიჭალაში დააკავეს 11 პირი, რომელთაც ნარკორეალიზატორობა ედებათ ბრალი. ამ საკითხზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო.

"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა", - აღნიშნავენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის "ა" და"ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG