Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა, 165, კვლავ აჭარის რეგიონზე მოდის


კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მხრივ კვლავ აჭარა ლიდერობს, სადაც კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ. მისი თქმით, 227 ახალი შემთხვევის სტატისტიკური განაწილების თვალსაზრისით აჭარას 34 შემთხვევით თბილისი მოსდევს. რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს:

„რუსთავში გახლავთ 4; იმერეთში არის სულ 14 შემთხვევა, აქედან 2 არის თერჯოლა და 12 ქუთაისი; გურიაში გახლავთ 4 შემთხვევა, აქედან 1 ლანჩხუთი, 3 ოზურგეთი; დუშეთში 1 შემთხვევა; ზუგდიდში 2 შემთხვევა; ძირითადად ეს მონაცემები გახლავთ“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა ასევე ლაგოდეხში, 1 კი - ადიგენში.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 227 ახალი ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4140-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 69 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1643.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა COVID-19-ით კიდევ ერთი, 24-ე პაციენტის გარდაცვალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG