Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 25-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

წინასწარი ინფორმაციით, პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა.

ბოლო რამდენიმე საათში ორი ლეტალური შედეგი დადასტურდა. დილით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 70 წლის მამაკაცი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.

25 აგვისტოს შემდეგ, 20 სექტემბრამდე საქართველოში ლეტალური შედეგი აღარ ყოფილა. 20-23 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG