Accessibility links

ბოლნისში კოალიციის "ძალა ერთობაშია" ოფისი და პლაკატები დააზიანეს


ბოლნისში გუშინ ღამით კოალიციის "ძალა ერთობაშია" კიდევ ერთი სუბიექტის, კახა ოქრიაშვილის ოფისი და სარეკლამო ბანერები დააზიანეს. დაზიანებულია სათვალთვალო კამერებიც.

შენობას უხამს სიტყვებთან ერთად ჰქონდა წარწერა "მიჰა ჰამოდი".

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG