Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთმა გააფართოვა ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის "საპასუხო" აკრძალვის სია


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, მარია ზახაროვა

რუსეთმა 23 სექტემბერს გამოაცხადა, რომ აფართოებს სიას, რომელიც მოიცავს აკრძალვებს ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის, პასუხად, მისი თქმით, იმ "მტრულ ნაბიჯებზე", რომლებსაც ბლოკი რუსეთის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დგამს.

განცხადება, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, არ აკონკრეტებს რა ზომები იქნება საპასუხოდ შემოღებული. თუმცა ნათქვამია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების რიცხვი, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალებათ, გახდა იდენტური იმ რუსეთის წარმომადგენლების რიცხვისა, რომლებიც ევროკავშირის სიაში არიან შეყვანილი.

რუსეთმა თავის შავ სიას უწოდა "საპასუხო სია ევროკავშირის ქვეყნების და ინსტიტუტების წარმომადგენლებისა, რომლებსაც აკრძალული აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა".

რუსეთი აცხადებს, რომ შესაძლოა კვლავაც გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით, თუკი ბრიუსელი გააგრძელებს თავის "კონფრონტაციულ" პოლიტიკას. "ევროკავშირი აგრძელებს თავისი სანქციათა საშუალებების გაფართოებას და მათ იყენებს უსაფუძვლო და ზოგჯერ აბსურდული დასაბუთებით" - სამინისტროს ამ სიტყვებს სააგენტო "ფრანს-პრესი" ავრცელებს. "ჩვენ ევროკავშირი ბევრჯერ გავაფრთხილეთ ამგვარი მიდგომის მანკიერების შესახებ" - დასძენს სამინისტრო.

რუსეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოება რამდენიმე საკითხზე არსებობს, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე დასავლეთის არჩევნებში, მის მიერ 2014 წელს უკრაინისგან ყირიმის ანექსირებაზე, მკვლელობებზე და მკვლელობის მცდელობებზე დასავლეთ ევროპაში, რომელთა უკანაც, გავრცელებული ეჭვით, რუსეთი დგას და, ბოლო ხანებში, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG