Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას მიერ ფიცის დადების მოულოდნელი ცერემონიის შემდეგ ოპოზიცია ქუჩაში დაბრუნდა


ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ მეექვსე ვადისთვის დადო ფიცი მოულოდნელ ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა კამათის საგნად ქცეული არჩევნების გამო გასულ თვეში დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე.

ცერემონიას დაუყოვნებლივ მოჰყვა პროტესტი და კრიტიკა ოპოზიციის წევრების მხრიდან, რომლებიც არჩევნების შედეგს არ ცნობენ. დასავლეთში სულ უფრო მეტი ქვეყანა ამბობს, რომ არ აღიარებს ლუკაშენკას პრეზიდენტობას.

სპონტანური დემონსტრაციები დაიწყო მინსკში, რომელიც ეპიცენტრია მთელი ქვეყნის მასშტაბით ექვს კვირაზე მეტხანს მიმდინარე საპროტესტო აქციებისა. იუწყებიან, რომ 23 სექტემბრის აქციაზე მონაწილეები დააკავეს.

"ჩვენს სახელმწიფოებრიობას მოუწია შეჯახება უპრეცედენტო გამოწვევასთან, ის ეფუძნება მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებს, რომელთა მიზანია დამოუკიდებელი სახელმწიფოების განადგურება" - განაცხადა ლუკაშენკამ, რითიც მიანიშნა თავის უწინდელ სიტყვებზე, რომ დასავლეთის ქვეყნები რევოლუციას ამზადებენ.

ოპოზიცია, რომელსაც ხელმძღვანელობს უცხოეთში მყოფი სვეტლანა ციხანოუსკაია, აცხადებს, რომ არასოდეს აღიარებს ლუკაშენკას "გაყალბებულ" გამარჯვებას და გამოდის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის და უვადო საპროტესტო აქციების მოწოდებებით. ციხანოუსკაიამ დასძინა, რომ ის არის "ერთადერთი ლიდერი, რომელსაც ბელარუსი ხალხი აღიარებს".

ბელარუსის არმიამ ერთგულება ლუკაშენკას აღუთქვა - იუწყება სახელმწიფო მედია.

დანია, ლატვია, ლიტვა, გერმანია, სლოვაკია, ჩეხეთი და ესტონეთი აცხადებენ, რომ ლუკაშენკას არ მიიჩნევენ ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მოსკოვში, რუსეთის პრეზდიენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უარი განაცხადა ესაუბრა ლუკაშენკას ინაუგურაციაზე და თქვა, "თუკი მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს აჩვენებს, რომ ამას გონივრულად მიიჩნევდნენო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG