Accessibility links

logo-print logo-print

გერმანიის მინისტრთა კაბინეტის 2 წევრი კარანტინშია


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი

გერმანიის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები კარანტინში არიან.

ეკონომიკის მინისტრმა, პეტერ ალტმაიერმა თვითიზოლაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსი დაუდგინდა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ვაჭრობის მინისტრის ოფისის თანამშრომელს, რომელიც ამ კვირაში ბერლინში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

კარანტნშია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასიც. კორონავირუსი მისი დაცვის სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. მაასმა იორდანიაში ვიზიტი გადადო.

ბოლო რამდენიმე კვირაა გერმანიაში ისევ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა. თუ აგვისტოს ბოლოს, 24 საათში რამდენიმე ასეული ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, სექტემბერში საშუალოდ 1000-2000 ახალი შემთხვევაა.

გერმანიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 279 200-ს აჭარბებს. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 249 000-ზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილია 9 500-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG